თეგებით ძიება
24. 05. 2024 მსოფლიო

ოფიციალური ბერლინი მზადაა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მითითება შეასრულოს

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ბრალდებასა და მის მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერს გერმანული მხარე გამოეხმაურა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ისრაელის პრემიერის, თავდაცვის მინისტრისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო მოითხოვა.

ოფიციალური ბერლინი მზადაა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მითითება შეასრულოს.

დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, ისრაელის პრემიერი ამერიკის კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა. ის ნეთანიაჰუს მოწვევას შემდეგ კვირას გაუგზავნის.

ამერიკა ისრაელის პრემიერისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ცნობს, რადგან ისრაელისა და "ჰამასის" ერთ სიბრტყეში დაყენება წარმოუდგენლად მიაჩნია. ისრაელის მიმართ წაყენებული ბრალდების ფონზე, ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. საპასუხოდ, ისრაელმა ამ ქვეყნებიდან საკუთარი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია.

პარალელურად, ღაზაში ომი გრძელდება. დაიღუპა კიდევ 12 ადამიანი. 30-ზე მეტი დაშავებული ქალაქის ალ-აქსას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ერთადერთი კლინიკაა ღაზაში, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა, გენერატორების საწვავის ნაკლებობის გამო, შესაძლოა, მალე ღაზა სრული სამედიცინო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა