თეგებით ძიება

"სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა - ქვეყანას თუ დაუწესებენ, მაშინ ყველა დავიღუპებით“ - თემურ ჭყონია

"ქვე­ყა­ნას თუ და­უ­წე­სე­ბენ სან­ქცი­ებს, მა­შინ ყვე­ლა და­ვი­ღუ­პე­ბით“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭყო­ნია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ სან­ქცი­ებს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით.

რო­გორც თე­მურ ჭყო­ნი­ამ "ბინ­ზესპრეს­ნი­უს­თან“ ისა­უბ­რა, ამ ეტაპ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ის ფლობს, ბიზ­ნესს რა­ი­მე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"სან­ქცი­ე­ბი ვი­საც და­უ­წეს­დე­ბა, იმა­თი პრობ­ლე­მაა, ბიზ­ნეს­ზე ამ ეტაპ­ზე სან­ქცი­ე­ბი არ აი­სა­ხე­ბა, რად­გან ამ­ჯე­რად პი­როვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბია და არა ქვეყ­ნის.

თუმ­ცა, აქ მე­ო­რე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია - უნდა დაძ­ლი­ოს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვეტო? ჩემი, რო­გორც ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის აზ­რით, ეს კა­ნო­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას არ უწყობს ხელს. რო­დე­საც ვე­ნე­სი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში ასეთ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის გარ­შე­მო მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღონ, ჩემი, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­აა, რომ ეს კა­ნო­ნი არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა.

ასე­ვე მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, რომ სა­ხელ­წი­ფო­ე­ბია ჩა­რე­უ­ლი ამ კა­ნო­ნის არ­მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სან­ქცი­ებს უწე­სე­ბენ პო­ლი­ტი­კო­სებს, მათ ოჯა­ხის წევ­რებს. ქვე­ყა­ნას თუ და­უ­წე­სე­ბენ სან­ქცი­ებს, მა­შინ ყვე­ლა და­ვი­ღუ­პე­ბით, არა­თუ ბიზ­ნე­სი. ამი­ტომ, ეს კა­ნო­ნი არ უნდა მი­ი­ღონ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რიც, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლიც და იმ სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის აზ­რიც, რომ­ლე­ბიც ამ კა­ნონს ღიად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან“, - ამ­ბობს ჭყო­ნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა