თეგებით ძიება

"კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა" - ანა ნაცვლიშვილი

ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და რომ­ლის ტვი­ნიც გაწ­ვრთნეს ისე, რომ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მას მი­ე­წო­დე­ბა, გა­და­ი­თარ­გმნოს და გა­და­ი­ხარ­შოს კრემ­ლის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სტილ­ში, რა თქმა უნდა, და­ე­მარ­თე­ბო­და ის, რაც და­ე­მარ­თა - კო­ბა­ხი­ძეს ესა­ჭი­რო­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მხარ­და­ჭე­რა, - ამის შე­სა­ხებ “ლე­ლოს” დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კო­მის­რის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, კო­ბა­ხი­ძეს ასე­ვე სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა, რომ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ალ­გო­რით­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ კო­ბა­ხი­ძეს ესა­ჭი­რო­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მხარ­და­ჭე­რა. მას ასე­ვე ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ამას რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს არ ვიცი) კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ალ­გო­რით­მის­გან. მისი გო­ნე­ბა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას თარ­გმნის, რო­გორც ეს ას­წავ­ლეს კრემ­ლის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მან­ქა­ნა­ში. მას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მხარ­და­ჭე­რა და ასე­ვე, მხარ­და­ჭე­რა, რომ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ალ­გო­რით­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, თუმ­ცა რამ­დე­ნად პერ­სპექ­ტი­უ­ლია ეს, არ ვიცი”,- გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბას სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე და იმა­ზე, რომ “აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში პა­სუ­ხის­მგე­ბელ ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კას აცხა­დებს”, ნაც­ვლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ “ეს არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის და­დას­ტუ­რე­ბა”.

"ის, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს და მტრო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და აშშ-ს შო­რის მრა­ვალ­წლი­ან მე­გობ­რო­ბას, მო­უ­წევთ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის მი­ღე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ ამე­რი­კა მოქ­მე­დებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ახალ­გაზ­რდო­ბის და ათი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის მხარ­და­სა­ჭე­რად, რო­მე­ლიც მთე­ლი თვეა ქუ­ჩა­ში დგას რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სუ­ლი გეგ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რათა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და­იც­ვას. ეს არის მხარ­და­ჭე­რის და­დას­ტუ­რე­ბა და ამა­ვე დროს ქმე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლა იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს გა­ყიდ­ვის ხარ­ჯზე აპი­რებ­დნენ, რომ აშშ-ში და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნებ­ში მო­ე­წყოთ კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა. ასე არ იქ­ნე­ბა. ის, ვინც ღა­ლა­ტობს ხალ­ხის ნე­ბას და კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მო­უ­წევს პერ­სო­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხის­გე­ბა, მათ შო­რის არა მხო­ლოდ ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის, არა­მედ, რო­დე­საც შევ­ქმნით ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, ამ ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წევთ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­და­ხედ­ვას, ეს არის ის უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ჩა­ი­დი­ნა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე.

ვაფრ­თხი­ლებ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მისი რუ­სუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბას და პარტნი­ო­რო­ბას. ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არის კი­დევ ერთი მკა­ფიო გზავ­ნი­ლი რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ რო­გორც კი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის გზით გა­ის­ტუმ­რებს რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და აირ­ჩევს დე­მოკ­რა­ტი­ის და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის ერ­თგულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს სა­კი­თხი არა­თუ დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნე­ბა, არა­მედ აღ­დგე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად იმუ­შა­ვებს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს ყვე­ლა დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, ვაჭ­რო­ბის და თავ­დაც­ვის სფე­რო­ებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია”,- გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა