„არავის აქვს უფლება გარედან, მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი ქვეყნის პრემიერს და მის მთავრობას!“ - ზურა ხაჩიძე
პრემიერ ირაკლი კობახიძის და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ვარჰეიმ კობახიძეს უთხრა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალური ქსელით ეხმაურება და საქართველოს მთავრობას, ასევე პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს.
„არავის აქვს უფლება გარედან, მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი ქვეყნის პრემიერს და მის მთავრობას, მითუმეტეს დაემუქროს ლიკვიდაციით გამაოგნებელია და ეხლა მაინც თუ ხედავს მავანი რამხელა ძალა უპირისპირდება ჩვენს სამშობლოს და მის სუვერენიტეტს?! ჩვენ დავიცავთ ჩვენს პრემიერს, ჩვენს სამშობლოს და არ მოგცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გათელოთ!“ – წერს ზურა ხაჩიძე.