თეგებით ძიება
24. 05. 2024 მსოფლიო

უკრაინელმა პილოტებმა F-16-ზე სწავლება დაასრულეს და შეეძლებენ მათ ფრონტზე გამოყენებას

გამოცემა Policito-ს მიხედვით, აშშ-ში, არიზონას სამხედრო ბაზაზე, უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა დაასრულა სწავლება F-16 ავიაგამანადგურებლებზე.

აშშ-ს ნაციონალური გვარდიის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერმა, ერინ ჰანიგანმა, გამოცემას განუცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, არ კონკრეტდება უკრაინელი პილოტების რაოდენობა. 

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები დამატებითი მომზადების გასავლელად ამჟამად ევროპაში მიემგზავრებიან. 

მას შემდეგ, რაც უკრაინელი პილოტები მომზადებას დაასრულებენ, ევროპელი პარტნიორები 45 ერთეულ F-16 ავიაგამანადგურებელს გადასცემენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა