აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად - ბლინკენის მოადგილე
"აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია X-ზე წერს.
უზრა ზეია ეხმაურება ენტონი ბლინკენის მიერ სავიზო შეზღუდვების გამოცხადებას:
დღეს, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად" - წერს უზრა ზეია.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.