ევროკომისარები მუდმივად იცვლებიან და ყოველგვარი ქარბუქი მოაქვთ - პუტინი ვარჰეისა და კობახიძის საუბარზე
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბრის შემდეგ დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ევროკავშირს ბევრი კომისარი ჰყავს, ისინი მუდმივად იცვლებიან და „ყოველგვარი ქარბუქი მოაქვთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-ბელორუსული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამას ვერაფერს უწოდებ, გარდა პოლიტიკური ქარიშხლისა, ეს სირცხვილია. მაგრამ, სამწუხაროდ, იზრდება საშუალო დონის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამ სფეროში“, - განაცხადა პუტინმა. მან დასძინა, რომ რუსული მხარე ამის წინაშე დგას და ეს მდგომარეობა "მხოლოდ სამწუხაროა".
ასე დაახასიათა პუტინმა ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სიტყვები, რომელმაც, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მკვლელობის ბედი შეახსენა, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის კრიტიკისას.
შეგახსენებთ, კობახიძემ გუშინ ევროკომისარი "მუქარაში" დაადანაშაულა, რასაც მალევე ვარჰეის პასუხი მოჰყვა, რომ მათი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.