თეგებით ძიება

ყველა ბიზნესმენი, ვინც გამოჭიმული იყო ტვ “იმედის” ბანერებზე, როგორც რუსული კანონის მხარდამჭერი, პირველ რიგში უნდა დასანქცირდეს - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

ყველა ბიზნესმენი, ვინც გამოჭიმული იყო ტვ “იმედის” ბანერებზე, როგორც რუსული კანონის მხარდამჭერი, პირველ რიგში უნდა დასანქცირდეს. ყველა ბიზნესმენი, რომელიც კორუფციული გზებით იგებდა სახელმწიფო ტენდერებს და შემდეგ ფულს რიცხავდა “ქართული ოცნების” საარჩევნო ყულაბაში, ასევე უნდა დასანქცირდეს. 

ლაქია და ანგარებიანი  ბიზნესმენებიც არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ განუკითხაობაზე. სამარცხვინოა, რომ ბიზნესის ხმა არ ისმია ძალადობის წინააღმდეგ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა