თეგებით ძიება

იმ "9 წლის" მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება - მიხეილ სააკაშვილი

იმ "9 წლის" მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იმ "9 წლის" მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება. 

მთავრობამ პრაქტიკულად დამოუკიდებელი უნივერსიტეტების დახურვა დააანონსა, ასევე რუსთავის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების ცენტრს შეგნებულად ახრჩობენ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად 100 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. 

თავის დროზე ეს ცენტრი ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკით შევქმენით და ერთი პერიოდი დუბაისაც კი გადავუსწარით ტრანსაქციების მოცულობით“,- წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა