თეგებით ძიება

სამართალდამცველებს მოვუწოდებ, რომ ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს - ანა ნაცვლიშვილი

ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„დღეს აქ, პირველ რიგში, მოვედით იმიტომ, რომ სოლიდარობა დავაფიქსიროთ იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც რუსული უკანონობის მსხვერპლი გახდნენ. ამ უსამართლობას უკვეთავს რუსი ოლიგარქი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საუბედუროდ, ახორციელებენ. სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ამ ხალხს საქართველოს მსახურებისთვის აქვს ფიცი დადებული. ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ სანამ ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში! ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა