კადრები ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოდან - რა დეტალები გახდა ცნობილი პროცესზე?
ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულმა, მოსამართლის ყველა კითხვას დუმილით უპასუხა. გიორგი ფირაშვილს არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გაიმეტა მეუღლე და სიდედრი სასიკვდილოდ. მისი პოზიცია ადვოკატმა მოკლედ განმარტა და დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის გამოყენებას დაეთანხმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადა და 27 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.