თეგებით ძიება

ჩვენ უნდა გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ის არასწორი მიმართულებით ვითარდება - სენატორი კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ, რადგან არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

მისი თქმით, ყველასთვის რთულად გასაგებია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას პუტინის სტილის კანონი, რომელიც აშორებს დემოკრატიისგან და ევროპისგან.

"პირველ რიგში, ძალიან გულდასაწყვეტია [რაც ხდება]. ჩვენ ყველანი ვუყურებდით საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისკენ, ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ფაქტს, რომ ის რუსეთისგან დისტანცირებას ახდენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ჩვენთვის, ყველასთვის რთულად გასაგებია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას პუტინის სტილის კანონი, რომელიც აშორებს [საქართველოს] დემოკრატიისგან და ევროპისგან და რომელიც აშორებს მას ქართველი ხალხის ნებას. მათ არ სურთ ეს [კანონი]. ის უკიდურესად მტრულადაა განწყობილი თავისუფალი მედიის და დემოკრატიული სახელმწიფოს ქმედებებისადმი.

მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს - ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.

ჩვენ არ ვცდილობთ ქვეყნებს ვუთხრათ, რა უნდა გააკეთონ. ყველა ქვეყანამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დემოკრატიებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ესაა ის პირობები, რაც საქართველომ დადო. თუ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ამას რუსეთი აკეთებს. რუსეთი ეცადა, რომ აღედგინა თავისი ძალაუფლება [საქართველოზე]. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთ დროს რუსეთის გავლენის ქვეშ იყო, ისინი ცდილობენ ეს ისევ გააკეთონ," -  აცხადებს ბენ კარდინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა