თეგებით ძიება
25. 05. 2024 მსოფლიო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს.

„საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი გამაფრთხილებელი ზომები, მათ შორის მოთხოვნა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, სავალდებულოა. ისრაელმა მათ პატივი უნდა სცეს“, - წერს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას უბრძანებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა