“კელი დეგნანი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ელჩი საქართველოში, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა” - კახიშვილი
კელი დეგნანი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ელჩი საქართველოში, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მან დაუშვა უამრავი ისეთი შეცდომა, რომელმაც ძალიან სერიოზული პრობლემა შეუქმნა ორ სახელმწიფოს სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.