თეგებით ძიება

სვანეთში ბიჭმა 23 წლის გოგო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოიტაცა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო უწყება?

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მო­ქა­ლა­ქე მ.კ.-მ ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით 23 წლის გო­გოს მო­ტა­ცე­ბა გა­ნიზ­რა­ხა. 2024 წლის 25 მა­ისს, დაბა მეს­ტი­ა­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, მან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 2 ინ­სპექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი იძუ­ლე­ბით ა/მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და გა­ი­ტა­ცა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა გა­ტა­ცე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რის შემ­დე­გაც 2024 წლის 25 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და­კა­ვე­ბულ იქნა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ორი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხოლო მო­ქა­ლა­ქე მ.კ. და­კა­ვე­ბულ იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა 48 სა­ათ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა