დღეს პირველად აღნიშნავს საქართველო 26 მაისს კანდიდატის სტატუსით, ჩვენს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე - გიორგი ამილახვარი
დღეს პირველად აღნიშნავს საქართველო 26 მაისს კანდიდატის სტატუსით, ჩვენს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე და უახლოეს წლებში, სწორედ ამ მოედნიდან ვუსურვო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, იდენტობის განმტკიცების დღე და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანად და სტაბილური ვითარების ფონზე და საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რომელსაც რა თქმა უნდა, იმ ისტორიაზე, კულტურაზე და ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენი იდენტობის განმტკიცებით, ასევე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სრულად შენარჩუნებით გვინდა ამ საწადელის მიღწევა და ვფიქრობ, შედეგებიც მნიშვნელოვანია. დღეს პირველად აღნიშნავს საქართველო 26 მაისს კანდიდატის სტატუსით. ჩვენს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე და უახლოეს წლებში, სწორედ ამ მოედნიდან ვუსურვო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, - აღნიშნა ამილახვარმა.