თეგებით ძიება
26. 05. 2024 მსოფლიო

სომხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის გამო 230-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური იუწყება.

უწყების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

მდინარე დებედის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად, დაზიანდა საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი და საქართველოსკენ მიმავალი გზა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია.

ამასთან, კომპანი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერის გამო ერევანი-თბილისი-ერევნის რეისები გააუქმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა