თეგებით ძიება

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა “ბოლო სიმღერა” სამარცხვინოდ შეასრულა“ – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად წარდგა საზოგადოების წინაშე.

წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამარცხვინო იყო.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, თავისუფლების მოედანზე, “ბოლო სიმღერა” სამარცხვინოდ შეასრულა. ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა, ამ რანგში – მადლობა ღმერთს. დაავიწყდა, რომ არსებობს ლევილი. დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს, პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისია, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, პირველმა პრეზიდენტმა, ასევე ნოე ჟორდანიამ, შემდგომმა პრეზიდენტმა და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ძალიან ბევრი იღვაწეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა