„სულ რამდენიმე დღის წინ გაგიშვი და...რამდენი ხანია, გელოდები“ - ლანა ნიკოლეიშვილი
2019 წელს, ლაგოდეხში ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაღუპულ, 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილს სოციალურ ქსელში მისი დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„5 უშენობის წელი დეო, სკვინჩ! არა და არ ვიცი, როგორ გავიდა ეს დრო. თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ გაგიშვი და რამდენი ხანია გელოდები“, – წერს ფეისბუქში ლანა ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა 27 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა „ალბიონში“ სწავლობდა და ლაგოდეხში მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა.