თეგებით ძიება

"ოცნება" უკვე დამარცხებულია - სოფო ჯაფარიძე

 „ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს ერთი კაცი და ის ერთი კაცი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს რუსეთი, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშილის პირადი წარმოამდგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ქართველი ხალხი არ დანებდება და საბოლოო გამარჯვებამდე, ქვეყნის კეთილდღეობამდე იბრძოლებს. 

„ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს ერთი კაცი და ის ერთი კაცი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს რუსეთი. შესაბამისად, პროგნოზი არის ეს. ჩვენ ვიცით ჩვენ რას გავაკეთებთ - ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ცხადია, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ამას ყოველ დღე გვაჩვენებს ხალხის ის რაოდენობა, ის მუხტი, რასაც ყოველ დღიურად ვვხედავთ. დღეს გამარჯვებულია ქართველი ხალხი, საქართველო და დამარცხებულია „ქართული ოცნება“, - ამბოლბს სოფო ჯაფარიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა