„ლელო“ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდება - ბადრი ჯაფარიძე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“ წარადგინა და პოლიტიურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას უერთდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" პარტია „ახალი“ უკვე შეუერთდა. ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე პარტიის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ განაცხადეს.