„მისი მსგავსი სასულიერო პირები ლოცულობდნენ და ლოცულობენ ქვეყნისთვის და არა ფარისეველნი“ - ლაშა ბერულავა ეპისკოპოს მელქისედეკზე
ჟურნაისტი, ოდიშინიუსის დამფუძნეველი ლაშა ბერულლავა სოციალურ ქსელში მეუფე მელქისედეკის შესახებ წერს:
ეპისკოპოსი მელქისედეკი, 2017 წლის აგვისტოში, ჩვენი ანტიოკუპაციური პატრულურების დასაწყისში, როცა ავტობანზე ყიველდღიურ პერფორმანსს "ფრთხილად, 400 მეტრში ოკუპანტია" ვატარებდით, მაშინ გავიცანი:
მოულოდნელად ჩვენს გვერდით მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა სასულიერო პირი და შემოსილობის მიხედვით მივხვდით, რომ მაღალი იერარქი იყო.
როცა ტკბილეულით, წყლითა და წვენებით ხელდამშვენებულმა ეპისკოპოსმა თავი წარმოგვიდგინა, დაგვლოცა და მისია შეგვიქო (მახსოვს, მაშინაც გაამახვილა ყურადღება მენტალურ ოკუპაციაზე), მე მივხვდი, რომ სწორედ მისი მსგავსი სასულიერო პირები ლოცულობდნენ და ლოცულობენ ქვეყნისთვის და არა ფარისეველნი.
და რომ ისეთები, როგორიც მეუფე მელქისედეკია, ძალიან გვჭირდება.♥️
Melkhisedek Khachidze, მეუფე, მეამაყება, რომ გიცნობთ და მქონია პატივი, მესაუბრა თქვენთან, ასევე, მეგრძნო თქვენი მხარდაჭერა.
გმადლობთ, გილოცავთ 26 მაისს - წერსს ლაშა ბერულავა.