"დღესვე, ამ წამსვე, ორივე ხელით ხელს ვაწერ ამ ქარტიას" - ელენე ხოშტარია პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"
"მე ვფიქრობ, ეს არის ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს... ამიტომ მე, დღესვე, ამ წამსვე, ორივე ხელით ხელს ვაწერ ამ ქარტიას", - ამბობს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ეხმაურება. მისივე თქმით, ეს პარტიის საერთო გადაწყვეტილებაა.
"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, ძალიან სწორი, ძალიან დროული და ძალიან სასარგებლო ხედვა წარმოადგინა. მე ვფიქრობ, ეს არის ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ეს არის სიცხადე, ეს არის კონკრეტიკა და ეს არის როგორ მივდივართ წინ, როგორ მივდივართ წინ ევროპისკენ და წინ ნორმალური, სამართლიანი პოლიტიკური გარემოსკენ. მეორეს მხრივ, ეს სჭირდებათ ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა უკვე ჩადეს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფო. მათ სჭირდებათ, რომ იცოდნენ როგორ გამოიყურება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. ამიტომ მე დღესვე, ამ წამსვე, ორივე ხელით ხელს ვაწერ ამ ქარტიას", - ამბობს ხოშტარია.
"გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, "ქ