თეგებით ძიება

აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია - ბორელი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრები საქართველოში არსებულ სიტუაციას შეაფასებენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია. 

"ვისაუბრეთ საქართველოზე. პირველად მინისტრები ისაუბრებენ და შეაფასებენ სიტუაციას საქართველოში. აშკარაა, რომ მთავრობამ გადაუხვია ევროპული გზიდან. მინისტრებმა კი უნდა გადაწყვიტონ, რას მოიმოქმედებენ ამასთან დაკავშირებით. მინისტრები იმსჯელებენ როგორ იმოქმედებს ევროკავშირი უკრაინის კრიზისზე, შუა აღმოსავლეთსა და საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით", - ამბობს ბორელი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა