ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
65 წლის ასაკში ქართველი საბავშვო მწერალი და გამომცემელი მწერალი ბონდო მაცაბერიძე გარდაიცვალა.
1989 წელს დაარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში -"ალავერდი" და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე; 1997 წელს დაარსა გამომცემლობა - "ბონდო მაცაბერიძე", რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით - "გამომცემლობა-ბაკმი", სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე. ავტორია ერთი პოეტური კრებულის - "თმენის ფორმულა"(გამომცემლობა "მერანი" 1990) და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის "სადაურსა სად წაიყვან"(გამომცემლობა "ალავერდი", 1992); მის შემოქმედებაზე დაიწერა არაერთი ლიტერატურული წერილი თუ ესე: "კიდევ ერთი პოეტური სანთელი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" 5 თებერვალი, 1993 წ., ავტ. რევაზ მიშვრლაძე), "მოთიბულ ყვავილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს"("მწერლის გაზეთი" N1.(51) 6-12 თებერვალი, 2003 წ., ავტ. ქეთი დოლიძე), "ჩვენი კეთილი ანდერსენი" (გაზ. "ლიტერატურული საქართველო" N11. 19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე), "ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები"(წიგნიდან - "მზისფერი ქუდი ", გამომცემლობა "უნივერსალი", 2005 წ., ავტ. ქეთევან შენგელია), "ცეროდენების გულთამხილავი"("ჩვენი მწერლობა" N1. (53) 2008 წ., ამირან არაბული), "მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა" - ლიტერატურული ესსე(ლიტერატურული პალიტრა N5, მაისი, 2008 წ., ემზარ კვიტაიშვილი), "ზღაპრის სიმფონია"(19-25 მარტი, 2004 წ., ავტ. თემურ შავლაძე).
მისი ზღაპრები თარგმნილია: რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე; 2010 წელს წიგნი "ზღაპრები ბექნა ბიჭზე" საბავშვო წიგნის II ფესტივალზე გამოცხადდა გამარჯვებულად ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ზღაპრები" (საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი); არის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორის პრემია ALMA-სსამგზის ნომინანტი - 2019-20-21წწ.