თეგებით ძიება

გახარიას პარტიის განცხადება წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, რომლის გაჟღერებაც აქამდე არავის გაუბედავს - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე მიხეილ დაუშვილის განცხადებას არაღიარების პოლიტიკის შესახებ წარმოუდგენელსა და შემაშფოთებელს უწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს განცხადება არის მიმართული საქართველოს საწინააღმდეგოა.

„განცხადება, რომელიც დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან გაკეთდა პარლამენტში, არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და მიუღებელი, რომლის გაკეთებაც აქამდე არავის გაუბედავს. ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა