მახარებს, რომ ყველა მიზნის გარშემო გავერთიანდით - მაკა ჩიჩუა
გუშინ, დამოუკიდებლობის დღეს გამართულ მოქალაქეების მარშს, რომელიც თბილისში მსვლელობით გაიმართა, ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც ესწრებოდა.
მან მედიასთან აქციებისა და იმ მიზნის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს აერთიანებს:
„ხშირად ვერ ჩამოვდივარ დუშეთიდან, მაგრამ რასაც ვხედავ, ენერგიით სავსე ვარ. ძალიან მახარებს ის, რომ ყველა გავერთიანდით მიზნის გარშემო: ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
ყველას გილოცავთ! მინდა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ენერგია, ასეთი ოპტიმისტური განწყობა და ასეთი მაჟორული ნოტით წავიდეთ ევროპაში ან ჩვენთან შემოვიყვანოთ ევროპა.“ – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.