საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. არაღიარებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ამ კანონთან და არც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან - ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის ძალიან სპეკულაციური და სახიფათო განცხადება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. არაღიარებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ამ კანონთან და არც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან, ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალთანაა დაკავშირებული. თუ ვინმე ამ კანონის გამო საერთაშორისო სამართალს დაარღვევს, ეს იქნება გაუგონარი ამბავი", - სამხარაძე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არაღიარების პოლიტიკას?