თეგებით ძიება
27. 05. 2024 მსოფლიო

ჩვენ არ გვინდა უნგრელი ახალგაზრდების უკრაინაში გაგზავნა, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენ არ გვინდა უნგრელი ხალხის ნახვა უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტზე“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა უნგრელი ხალხის ნახვა უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტზე და არ გვინდა უნგრელი ახალგაზრდების უკრაინაში გაგზავნა, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის“, - აღნიშნა სიარტომ.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს მეტი ფული და მეტი იარაღი გაუგზავნოს უკრაინას.

სიარტომ, ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ არ უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს.

მისი თქმით, ნატოს ქვეყნების იდეას, რომ რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდონ, შეიძლება, საშიში და ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს.

„იყო დიდი არეულობა, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და სხვა კოლეგები თავს დამესხნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამან ჩვენი პოზიცია ვერ შეარყია“, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა