სტიქია თელავის სოფელი ლალისყურში - დაიტბორა რამდენიმე სახლი, ვენახები, სავარგულები
ძლიერმა წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური დააზარალა. დატბორილია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მიწის ნაკვეთები.
წყალი შევიდა სამ საცხოვრებელ სახლშიც. ადგილობრივების თქმით, პრობლემა მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოსათვის, სოფელში ტექნიკის შეყვანას ითხოვენ.