თეგებით ძიება

„დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია. ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა“ - სად და როდის დაკრძალავენ ტრისტან სარალიძეს?

საქართველო ყველასათვის საყვარელ მსახიობს ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება. მისი უახლოესი მეგობარი მურმან ჯინორია მსახიობზე გულისტკივილით საუბრობს:

„40 წელია რუსთაველის თეატრის სცენაზე ვარ. ტრისტანზე გაბრაზებული კაცი მე არ მინახავს. იმდენი სიყვარული და იუმორი ჰქონდა. მასთან ურთიერთობას ზეიმი მოჰქონდა. მეგობრებისთვის დიდი კაცი იყო. ყველგან - სცენაზე, გასტროლზე, ცხოვრებაში იყო ნამდვილი და სამეგობრო. 

ადრე წავიდა. კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო. ასეთი არტისტი შეიძლება აღარც კი გამოჩნდეს. 

გული მომიკვდა... ორ თუ სამ თვეში ასე მოულოდნელად მოერია ეს ავადმყოფობა. თურქეთშიც იყო, მაგრამ...

ავადმყოფობის დროს არ ვნახე. არ მინდოდა საწოლში მენახა. ტრისტო ყოველთვის სიცოცხლის მოყვარული, ენერგიული იყო და ავადმყოფს ვერ ვნახავდი.

ათიოდე დღის წინ ვესაუბრე. მაგრად ვდგავარ, ვუძალიანდებიო, მითხრა. მერე მისმა მეუღლემ იამ მითხრა, სითხე ამოუღესო და არ მენიშნა კარგად. სამი დღის წინ უკვე ხმა ვერ გამცა, ვერ მიპასუხა ზარზე. 

სამშაბათს და ოთხშაბათს იქნება სამოქალაქო პანაშვიდი თეატრში და მის მშობლიურ ბორჯომში გადასვენება... ახალდაბაში (ბორჯომში) დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია. ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა“ - განუცხადა "პრაიმტაიმს" მურმან ჯინორიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა