"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ - ფადი ასლი
"შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ასლი განმარტავს, ისევე როგორც ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ს დაუპირისპირდა, საქართველოც ამ ნაბიჯით უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება.
"ახლა, როდესაც ჩვენმა მთავრობამ შეერთებული შტატები მოწინააღმდეგედ გაიხადა და სრულად რომ აღიქვათ, თუ საით მიაქანებენ ისინი ქვეყანას, ჩამოვწერ იმ ძირითადი ქვეყნების სიას, რომლებსაც წინააღმდეგობრივი ურთიერთობები აქვთ შეერთებულ შტატებთან და მოვიყვან მათი 2023 წლის ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე“, - წერს ფადი ასლი.
ბიზნესმენი პირველ სვეტში წარმოადგენს ამჟამინდელ მშპ-ს ქვეყნების მიხედვით, ხოლო მეორე სვეტში მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ:
1. რუსეთი: ამჟამინდელი $13,640 – 2023 წელი $16,000
2. ჩინეთი: ამჟამინდელი $1,514 - N/A
3. ბელარუსი $7,900 - N/A
4. ლიბია $6,700 – 2012 წელი $14,728
5. ირანი $4,600 – 1977 წელი $2168 ($ 11,200 დღევანდელი კურსით)
6. ვენესუელა $3,300 – 2012 წელი $12,600
7. ჩრდ. კორეა $900 - N/A
8. იემენი $540 – 2014 წელი $1,580
9. სუდანი $536 – 2010 წელი $2,000
10. ავღანეთი $422 – 2012 წელი $784
11. სირია $420 – 2010 წელი $2,800
ყურადღება მიაქციეთ ყველა ამ ქვეყნის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ერთი წლით ადრე, სანამ ისინი აშშ-ს ანტაგონიზებას მოახდენდნენ და შეადარეთ 2023 წლის მაჩვენებლებს; ნახავთ თუ რამდენად შემცირდა მათი მშპ შეერთებული შტატების ანტაგონიზაციის შემდეგ.
შედარებისთვის, ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, აქვს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე $15,800, რაც 15%-ით მეტია რუსეთის მშპ-ზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ღარიბია აშშ-ს ყველა მოწინააღმდეგეს შორის.
საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლისთვის არის $8200; შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს და ქართველებს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს, როგორც ეს მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდა.
ეს არის მათემატიკურად დადასტურებული გამოთვლა, რომელიც არ ექვემდებარება პოლიტიკურ დებატებს ან ინტერპრეტაციის თავისუფლებას“, - წერს ფადი ასლი.