"სია გვაქვს, მე არაკაცებს ვცემ" - რას ამბობს ზვიად ხარაზიშვილი? (ვიდეო)
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის აღიარება - ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) "ტვ პირველთან" ამბობს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სიის მიხედვით უსწორდება.
"მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, გაჩვენებ ცოტა ხანში"- ამბობს "ხარება".
რაც შეეხება სანქცირების საკითხს ზვიად ხარაზიშვილმა საკითხზე საუბარი არ ისურვა.