თეგებით ძიება

დადიხართ აქ და მარშირებთ, სიწმინდის დღეს და სისულელეებს რომ უჭერთ მხარს, სინამდვილეში ძალადობას უჭერთ მხარს - გოცირიძე უმრავლესობას

დადიხართ აქ და მარშირებთ, სიწმინდის დღეს და სისულელეებს რომ უჭერთ მხარს, სინამდვილეში ძალადობას უჭერთ მხარს, - ასე მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე.

„ღმერთი ფარისევლობაა თქვენი მხრიდან. დღეს გაქვთ კიდევ ცოტა დრო. ეს 84 ადამიანი, რომელიც საკუთარ წვენში იხარშებით, ვერ იხედებით ამ დარბაზის გარეთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა