თეგებით ძიება

იქნებ, გახვიდეთ ხალხში და მათგან გაიგებთ, რომ სურთ მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება - პაპუაშვილი ვაშაძეს

ხვალინდელი დღე რომ გათენდება, მადლობაც გექნებათ სათქმელი, რადგან გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, სურს, იყოს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პარლამენტში და ოპოზიციას მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს.

„საქმე ეხება უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნები არ იქნებიან კმაყოფილი მათი გავლენის გამჭვირვალობის გამო, მაგრამ თქვენ რომ უცხო ქვეყნების მხარეს დგებით და არა ქართულ მხარეს, ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ? ეს არის თქვენი დამოუკიდებლობის იდეალი, რომ უცხო ქვეყნების გავლენის ინტერესის მხარეს დგებით? დღეს თქვენ ამას მისცემთ ხმას, უცხო ქვეყნების გავლენის მხარეს დადგებით.

მგონი, იქით მიდის საქმე, რომ ხვალინდელი დღე რომ გათენდება, მადლობაც გექნებათ სათქმელი, რადგან გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, სურს, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს ქართული გავლენა და არა უცხოური. მგონი, საბოლოო ჯამში, ყველას მადლობა გექნებათ სათქმელი, რადგან დღეს თქვენ ნაცვლადაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი. ეს არის, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ასევე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომ გავიდეს ხალხში და მათგან გაიგებს, რა სურთ მოქალაქეებს.

„ბატონო გიორგი, ხალხზე რომ საუბრობთ, გასაგებია, აქციებს აორგანიზებთ და აქციებზე დადიხართ, მაგრამ იქნებ, გახვიდეთ ხალხშიც, ქუჩებში, რეგიონებში და ხალხისგან გაიგებთ, რომ მათ სურთ მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება, ქართველ ხალხს სურს ქართული გავლენა და არა უცხოური. ამას გაიგებთ, როცა იკადრებთ და გახვალთ ქუჩაში, ხალხს დაელაპარაკებით, მოივლით რეგიონებს და ჰკითხავთ, რა სურთ მათ. თქვენს მომხრეებთან საუბრით თავს ნუ იტყუებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა