როგორი ამინდი იქნება ივნისში? - გრძელვადიანი პროგნოზი
სინოპტიკოსის, თამარ პაპაშვილი წინასწარი ინფორმაციით, ივნისში, ძლიერი ნალექი მოსალოდნელი არ არის და ზაფხულის პირველი თვე სასიამოვნო იქნება.
„ივნისში, მაისთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების რაოდენობა კლებულობს, დასავლეთში, პირიქით, იმატებს.
წინასწარი მონაცემებით, ივნისი საკმაოდ კარგი თვე იქნება - ძალიან ძლიერ ნალექს არ უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გარკვეულ პერიოდში, თვის დასაწყისში და თვის ბოლოს. შუა რიცხვებში არის ალბათობა, რომ ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იყოს,“ - ამბობს სინოპტიკოსი.