თეგებით ძიება

არ დანებდეთ, არჩევნები მალეა! - მაიკლ როთი ქართველ ხალხს

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის, - ამის შესახებ წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იგი დგას ყველა ქართველის გვერდით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ.

"სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. არ დაივიწყოთ: "როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით". არ დანებდეთ. არჩევნები მალეა", - წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა