თეგებით ძიება

"აქციების დროს დაკავებული ორი ახალგაზრდა ციხეში პოლიტიკურად მტრულ გარემოში შეასახლეს, მათ სცემენ და საჭმელს არ აჭმევენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული  400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.

სახელებს და გვარებს არ ვწერ. 

ერთი 19 წლისაა, მეორე 21. 

ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეგირებს.

Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში", - წერს ნანუკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა