თეგებით ძიება
29. 05. 2024 მსოფლიო

„რუსეთი უკრაინას ჩემი პრეზიდენტობის დროს რომ დასხმოდა, მოსკოვს დავბომბავდი“ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კერძო, დახურულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთის რომ უკრაინას დასხმოდა ან ჩინეთი ტაივანს, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ამ განცხადებამ ღონისძიებაზე მისული ზოგიერთი ადამიანი გააოცა. ჟურნალისტების ცნობით, ამ ღონისძიების დროს ტრამპი ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე, ინფლაციასა და მიგრაციაზე საუბრობდა.

„როდესაც სილიკონის ველზე ჯო ბაიდენის მომხრეები მისი ჩავარდნილი კამპანიის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ, დონორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აძლიერებენ ძალისხმევას, რათა დონალდ ტრამპი კვლავ გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, რადგანაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ ოთხი წელი ჯო ბაიდენის საშინელი პოლიტიკა გაგრძელდეს“, - დაწერა ტრამპის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, სავსებით რეალურია, რომ ბაიდენმა მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადოს და „დემოკრატიულმა პარტიამ“ კანდიდატად ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა დაასახელოს. ბოლო დღეებში „დემოკრატებმა “ მიშელ ობამა სოციოლოგიური კვლევების პოლიტიკოსთა სიაში შეიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა