მედია - ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია
ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერბთა რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, კანონპროექტი ბოსნიელ სერბთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო.
ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
კანონპროექტი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მიერ შემუშავებული პოლიტიკური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია ბოსნია და ჰერცეგოვინადან გამოყოფას მხარს უჭერს.