"ჩემი შვილები არიან ჩემს ჭკუაზე! მე რასაც ვიტყვი, ისე კეთდება ოჯახში" - რას ამბობს ირაკლი მეძმარიაშვილი? (ვიდეო)
დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, დასავლეთი არც ისეთი შეშფოთებულია, რომ ეს საგანგაშო იყოს.
"ყველა თავისებურად იღებს ამ ევროპული მისიის განცხადებებს. მე ახლაც სიღრმისეულად წავიკითხე და იქ ასეთი რამ არ წერია, რომ ვსო, დაიღუპეთ და დაამთავრეთ ცხოვრება. იქ წერია, რომ ახლა დაიწყეთ მუშაობა 9 პუნქტის შესრულებაზე, რომლიდანაც ამ კანონმა ცოტათი დააზიანა" - ამბობს მეძარიაშვილი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა პასუხს გასცემს მის შვილებს და მომავალ თაობას დეპუტატი ამბობს, რომ "მისი შვილები მის ჭკუაზე დადიან და ოჯახში ისე კეთდება ყველაფერის, როგორც მას უნდა".
"ჩემო ძვირფასო მე ვაპროტესტებიდი 9 წელიწადი და აკციშვილი არ მისმენდა და არ იმაშვებოდა. მომწონდა რა, ყოველიშემთხვევისთვის აზრს არავინ არ ითვალისწინებდა. ჩემი შვილები კმაყოფილები არიან, ჩემი შვილები არიან ჩემს ჭკუაზე. მე როგორც ვიტყვი და რასაც ვიტყვი, ისე კეთდება ოჯახში. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის წინაშე ვარ მართალი", - აცხადებს მეძმარიაშვილი.
რაც შეეხება ამერიკის დაანონსებულ სანქციებს,მეძმარიაშვილი ამბობს, რომ 22 წელი არ ყოფილა შტატებში და კიდევ 22 თუ არ წავა, ამაზე არ ინერვიულებს.
"ამერიკაში არ ვყოფილვარ 22 წელიწადია და კიდევ 22 თუ არ წავალ, მერე 85 წლის ვიქნები და მერე რაღად მინდა იქ წასვლა ეხლა", - ამბობს მეძმარიაშვილი.