სენატორი ჯინ შაჰინი - იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული
იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა - გაკვირვებული, - ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს.
"ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს", - წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა "X"-ზე.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.