თეგებით ძიება

"ვიქტორ ჯაფარიძე მოვიდა, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო... რა ფორთოხალი, ჩემს 4 შვილს მომავალი წაართვით-მეთქი" - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე?

გუ­შინ, მას შემ­დეგ რაც პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია, სოცქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ის­მის, რო­გორ ეძა­ხის აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მან­ქა­ნებ­ში მსხდომ დე­პუ­ტა­ტებს: "მო­ნე­ბო, გარ­ბი­ხართ ბი­ძი­ნას­თან, წაჰ­ყე­ვით მოს­კოვ­ში..."

ამ დროს ერთ-ერთი მან­ქა­ნი­დან ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე გად­მო­დის, რო­მე­ლიც იქვე მდე­ბა­რე ხი­ლის დახ­ლი­დან ფორ­თო­ხალს იღებს და მო­ქა­ლა­ქის მი­სა­მარ­თით ის­ვრის.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დღეს დი­ლით ჯა­ფა­რი­ძე სწო­რედ ამ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ვი­და. კად­რებს მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ავ­რცე­ლებს და ამ­ბობს, რომ დე­პუ­ტატს ბო­დი­შის მოხ­და სურ­და, თუმ­ცა ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცია სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა:

"ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად მო­ვი­და ხალ­ხო, თქვე­ნი ფორ­თო­ხა­ლი ვის­რო­ლე და უნდა გა­და­ვი­ხა­დოო რა ფორ­თო­ხა­ლი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვით-მეთ­ქი…რა წავ­რთვიო???- მარ­თლა არ მო­ე­ლო­და ამ პა­სუხს რამ­დე­ნი­მე წუთი ვი­ლა­პა­რა­კეთ, მერე ვი­ტა­მაც მო­მის­წრო და რა­ღაც მო­მენ­ტში ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბაც მო­მა­ფიქ­რდა…." - წერს ვი­დე­ოს ავ­ტო­რი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა