ოცნებამ "ოფშორების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია
1 მომხრე 64 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშნვნები არ გაიზიარა.
შემდეგ კი კენჭი უყარეს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელსაც მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირია და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:
აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღეს, პრეზიდენტმა კი მას ვეტო 3 მაისს დაადო.