თეგებით ძიება
29. 05. 2024 მსოფლიო

ჩემი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დავბომბავდი - დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს ტრამპი, ზოგადად, საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე და იმ თემებზე, რომლებსაც მიტინგებზე განიხილავს, კერძოდ, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.

ამავდროულად, გამოცემა წერს, ტრამპი დონორებს ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში ამ თვის დასაწყისში შეხვდა და მისმა განცხადებებმა ზოგიერთი მნიშვნელოვანი დონორის გაოცება გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა