თეგებით ძიება

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ გურამ შარაძის სახელი არსად არავინ გამოიყენოს - რუსუდან შარაძე

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მწერენ, რომ თითქოს, განაახლეს მამაჩემის პოლიტიკური პარტია და მეც ვმონაწილეობ. ამჯერად, არ დავასახელებ, რადგან მეც არ ვიცნობ ვინ არიან. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიხსენებ.  თუმცა, ეჭვიც არ მეპარება მათ კეთილ სურვილებში. 

მიუხედავად ამისა, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ გურამ შარაძის სახელი არსად არავინ გამოიყენოს. მის პარტიას კიდევ ასე ვერავინ აღადგენს. 

იდეებს რაც შეეხება, ამაზე ექსკლუზივი არავის აქვს - ეს ქართველი ერის საკუთრებაა და ვერავის ავუკრძალავ.

პირადად მე, არცერთ პოლიტიკური პარტიაში გაერთიანებას არ ვაპირებ არასდროს, მითუმეტეს, მამაჩემის პარტიის აღდგენას. ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი თავის დროზე და ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო კი არა, სამუდამო! - წერს რუსუდან შარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა