თეგებით ძიება

მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, სადაც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს - გიორგი მარგველაშვილი

ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსთან“  განაცხადა.

„ვფიქრობ, არაფრის დაჩქარება არ არის საჭირო, პოლიტიკური პროცესი უაღრესად პოზიტიურად მიმდინარეობს. დამიჯერეთ, ეს პროცესი გაღრმავდება როგორც სოციალურად, ისე იმ ზეწოლით, რომელიც იმედი მაქვს, დასავლეთისგან იქნება. ამიტომ მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, რომელიც მათთვის ყველაზე ადეკვატური იქნება და რომელშიც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა