მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს ვამპირ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს - ერდოღანი
მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს ვამპირ, სახელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის განცხადებით, მსოფლიო ვერ იპოვის მშვიდობას, ვიდრე გენოციდის მომწყობი დამნაშავეები კანონის წინაშე არ გასამართლდებიან.
მისი თქმით, გენოციდი და სისასტიკე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ვიდრე გვიანი არ არის.
„მსოფლიო არ დაივიწყებს გარდაცვლილ ჩვილებს, ბავშვებს და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ბარბაროსობა, რომელიც სამიზნეში იღებს საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და ლტოლვილთა ბანაკებს, არ იქნება დავიწყებული. ეს სისასტიკე, რომელმაც განზრახ მოკლა ჟურნალისტები და მეცნიერები, არ იქნება დავიწყებული.
ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ადმინისტრაცია და სიონისტური ლობი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სასამართლოზე და მოსამართლეებზე ღია მუქარით. მათ ამის საშუალება არ უნდა მიეცეთ. ისრაელს ხელი უნდა შეეშალოს სამართლიანობის გამოვლინების ბოლო ნატეხის განადგურებაში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.