ცნობილია 24 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც წუხელ ტრაგიკულად დაიღუპა
ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ავარიას ემსხვერპლა, 24 წლის მამუკა ქობულიაა. ის „გლოვოში“ მუშაობდა.
„ღამით, დიღმის ხიდზე მაღალი სიჩქარით წითელზე გავლისას, მოპედს დაეჯახა, „გლოვოს“ კურიერი, მოპედის მძღოლი მამუკა ქობულია ადგილზე დაიღუპა... ,ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.