თეგებით ძიება

ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპ-ის 20%-ის ეკვივალენტურია - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ქართული ოცნების“ „საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ივანიშვილი ქონება 5 მილიარდი ამერიკული დოლარისგან შედგება, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20%-ის ეკვივალენტურია.

„საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, დამფუძნებელი და ამჟამინდელი „საპატიო თავმჯდომარე“, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე მილიარდერი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოზე რეალურ კონტროლს ახორციელებს. ოფიციალური მონაცემებით, მისი 5 მილიარდი აშშ დოლარისგან შემდგარი ქონება, რომლის უმეტესი ნაწილი მან 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა, საქართველოს მ.შ.პ.-ის დაახლოებით 20%-ის ეკვივალენტურია, რაც მას ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, განახორციელეს ოფშორებში ივანიშვილის 20-მდე კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულ 125-ზე მეტი კომპანიას ფლობენ და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ. ამასთანავე, ივანიშვილს მნიშვნელოვანი თანხები აქვს დაბანდებული კრიპტო ვალუტის მაინინგში.

„საქართველოს გარეთ ივანიშვილის ოჯახის გამორჩეული აქტივები მოიცავს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ნიუ-იორკსა და პარიზში. ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, ივანიშვილი ფლობს ორ უძრავ ქონებას პარიზში: ტყით გარშემორტყმულ სასახლეს პრინცესების ქუჩის (Rue de la Princesse) 29-ში და ბინას სენ-ჟერმენის ბულვარზე (Boulevard Saint-Germain), რომელიც მისი შვილის უტა ივანიშვილის სახელზეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, ივანიშვილს ფლობს 8,3 მლნ ა.შ.შ. დოლარად შეფასებულ 1,100 კვ.მ. ფართობიან სასახლეს ნიუ-იორკში, რომელიც მდებარეობს ბრუკლინში, დოვერის 2-ში (Dover Str. Brooklyn)“, - აღნიშნულია კვლევაში.

TI ეხმაურება პარლამენტის მიერ ე.წ ოფშორების კანონს და აღნიშნავს, რომ ეს კანონი მორგებულია საპატიო თავმჯდომარის ინტერესებზე.

წყარო: bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა